Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლიბერალური ფაშიზმის მორიგმა გამოვლინებამ შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ

მარშალ პრესი 06/09/2024
irakli kobakhidze2

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ერმილე გიგიაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულებლად, რისთვისაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

„პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ, ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად ყურადსაღებია ის ტენდენციები, რომლებიც ხელოვნურად ინერგება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში, ქართულ პოლიტიკაში და ეს არის თავიდან ბოლომდე გარედან, ხელოვნურად დანერგილი ტენდენციები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ლიბერალურ ფაშიზმს. ამის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი დასრულდეს და ამისთვის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ პოლიტიკურ სისტემაში დარჩება „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ შემთხვევაში დაგვრჩება ჩვენ ლიბერალური ფაშიზმი, როდესაც აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტია, ვგულისხმობ კრებსით „ნაცმოძრაობას“, მაშინვე დასრულდება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი, ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი, ეს არის აუცილებელი ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის დამყარებისთვის,“– განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც მხოლოდ დასაწყისია იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს
Next: ისინი მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაციაა, თუ რას იტყვის ამ ყველაფერზე „კოლექტიური კუბილიუსი“, ისინი დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.