Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნედ პრაისი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს

მარშალ პრესი 31/05/2022
ნედ პრაისი

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დასავლური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე ახლა გზაჯვარედინზე იმყოფებიან. მოგეხსენებათ, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თქვენი, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია აქ ძალზე მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სავარაუდოა, რომ ეს სამი ქვეყანა მიაღწევს ამ მნიშვნელოვან ეტაპს? – ნედ პრაისმა უპასუხა:

როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების [საქართველო, უკრაინა და მოლდოვა] გვერდით ვიდეგით ამ გზაზე მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას.

Post navigation

Previous: პროკურატურამ ძმებ კაკულიებს ბრალდება წარუდგინა
Next: მიხეილ სააკაშვილი ათი საუკუნის შემდეგაც ცოცხალი იქნება – ნუ მოსთქვამთ მეგობრებო და ნუ დასტირიხართ მიშას – მეგი გოცირიძეს ფანტაზია გაეხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.