Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურამ ძმებ კაკულიებს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 31/05/2022
პროკურატურა

პროკურატურამ ძმებს დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულებს თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარება, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთა ედაბათ ბრალად. გამოძიებით დადგინდა, რომ არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ ადამიანს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

კაკულიები რომელიმე კონკრეტულ გახმაურებულ საქმესთან კავშირს გამორიცხავენ.

სამართალდამცველებმა ძმები დავით და გუგა კაკულიები ორთაჭალაში, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააკავეს. დაკავების მოტივთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის პარასკევს, ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტი, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად კი, კაკულიების დაკავება, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება. საუბარია ცალკე წარმოებად გამოყოფილ ეპიზოდზე, რომელიც მკვლელობის დამკვეთებს ეხება, თუმცა საგამოძიებო უწყებას, ოფიციალური განმარტება ან მოტივი დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაუსახელებია.

Post navigation

Previous: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დააკავეს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.
Next: ნედ პრაისი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.