Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა

მარშალ პრესი 05/09/2024
456433147_1534307727188900_8455344274202743259_n

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო: ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის. ახალ საჩოგბურთო ცენტრში პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები შეძლებენ როგორც ვარჯიშს, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2 275 044 ლარი შეადგინა.

Post navigation

Previous: ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული – შალვა პაპუაშვილი ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე
Next: 26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა დაირაზმოს ხმის მისაცემად, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და განახორციელოს ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს ესაჭიროება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.