Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული – შალვა პაპუაშვილი ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე

მარშალ პრესი 05/09/2024
shalva papuashvili

ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.”- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ეხმიანება წყალტუბოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც მათი პარტიის რაიონულიორგანიზაციის წევრი ერმილე გიგიაძე, ოპოზიციონერ აქტივისტითან მძიმე საუბრის შემდეგ გარდაიცვალა.

“ხელის გულზე იდო, რომ ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.

ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.

ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ – შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს – “მე ვესროლე” კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი. ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს.”- წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.