Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის რეგიონში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება

მარშალ პრესი 04/09/2024
456576176_2753741944802003_8790812474661011773_n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გურიის რეგიონში, წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მილიონ ლარს შეადგენს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები, სატუმბი სადგური, აღრიცხვის კვანძები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

გურიის რეგიონში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, მიმდინარე პროექტების დასრულება ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება, რის შედეგადაც 50 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

Post navigation

Previous: უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი
Next: გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.