Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი

მარშალ პრესი 04/09/2024
zaal anjaparidze

უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ასე ვთქვათ ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი – არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია. იგივე მიზანი იქნა არტიკულირებული თან რამდენჯერმე 2-3 სექტემბერს თბილისში გამართულ „საერთაშორისო ომის პარტიის“ მესამე ეშელონის და მათი აქაური აგენტურის შაბაშზე სახელით „გარდამტეხი წელი.“ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ცესკო და ამჯერად კამპანიური შეტევის თემაა ემიგრანტები, თითქოს, მათ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ.

“უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ასე ვთქვათ ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი – არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია. იგივე მიზანი იქნა არტიკულირებული თან რამდენჯერმე 2-3 სექტემბერს თბილისში გამართულ „საერთაშორისო ომის პარტიის“ მესამე ეშელონის და მათი აქაური აგენტურის შაბაშზე სახელით „გარდამტეხი წელი.“ არადა, ეს წელი სწორედ მათთვის იქნება “გარდამტეხი,” იმ კუთხით რომ დიდი ხნით მოუწევთ თავიანთ სოროებში შეძრომა და ჯდომა.

არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე – რა თქმა უნდა არის ცესკო, და ამჯერად კამპანიური შეტევის თემა -ემიგრანტები, თითქოს მათ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ. საკითხის განსახილველად, ჯერ ემოციებისგან დავიწრიტოთ და მშრალი სტატისტიკა მოვიშველიოთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ 66 217 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ 2 247-მა (18,45 % ) მოქალაქემ მიიღო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ევროპასა და აშშ-ში მეტწილად პურის ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებული და პოლიტიკა, რომ იტყვიან ცალ ფეხზე ჰკიდიათ. ცესკო ვერც ფინანსურად და ვერც ორგანიზაციულად ვერ შეძლებს დამატებითი უბნების გახსნას ემიგრანტებისათვის. ის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებს.

ის ემიგრანტები, რომლებსაც პოლიტიკური ქავილი აწუხებთ, გარწმუნებთ მონახავენ დროს და საშუალებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ისე, ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ, ვიღაცები ხომ არ იყენებენ მათ ინსტრუმენტად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში ?!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: გარედან დაფინანსებული ასეთი კამპანიების თუ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ასობით არასამთავრობოს უკან ერთი მიზანი დგას, როგორმე დაასუსტონ და დაშალონ ქართული იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი ქართული ინსტიტუტი
Next: გურიის რეგიონში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.