Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიდი ალბათობით ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში – ამით ისინი ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალ გამამტყუნებელ განაჩენს

მარშალ პრესი 02/09/2024
DAVID KARTVELISHVILI

დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ შეასრულებს “გამჭვირვალობის” კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას და არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში. ამით ისინი არა მხოლოდ დემონსტრაციულად კანონგარეშე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ მათთვის უცხო და გაუგებარ ქვეყანაში, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალი გამამტყუნებელი განაჩენისკენ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის მიმართ დემონსტრაციული დემარში თავისთავად გულისხმობს არჩევნებში კატასტროფულ მარცხს. მანვე აღნიშნა, რომ აგენტოკრატების მიერ გაწერილი საარჩევნო “გაიდლაინები” წარმატებული იქნებოდა ნებისმიერ ბალტიისპირეთის სახელმწიფოში – ოღონდ არა საქართველოში.

„დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ შეასრულებს “გამჭვირვალობის” კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას და არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში. ამით ისინი არა მხოლოდ დემონსტრაციულად კანონგარეშე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ მათთვის უცხო და გაუგებარ ქვეყანაში, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალი გამამტყუნებელი განაჩენისკენ.

ეს ის მავნე ძალაა, რომელმაც 30-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის, 20-საუკუნოვან ქრისტიანობის მქონე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ქვეყანაში ღიად უპირისპირდება ხელისუფლების ისეთ საარჩევნო გადაწყვეტილებებს, როგორიც არის: კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლისა და ადგილის კიდევ უფრო განმტკიცება, კონსტიტუციაში LGBTQ+ თემის პროპაგანდის აკრძალვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამისთვის შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა და სხვა, ქვეყნის სამშვიდობო, ღირსეული და წარმატებული მომავლისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ აგებული პოლიტიკური დღის წესრიგი და გამჭვირვალობის მიმართ დემონსტრაციული დემარში თავისთავად გულისხმობს ამ ქვეყანაში არჩევნებში კატასტროფულ მარცხს. აგენტოკრატების მიერ მათთვის გაწერილი საარჩევნო “გაიდლაინები” წარმატებული იქნებოდა ნებისმიერ ბალტიისპირეთის სახელმწიფოში – ოღონდ არა საქართველოში.

ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას აგენტოკრატები ჯიუტად არ იმჩნევენ, უარს აცხადებენ მასთან შეგუებაზე და სადომაზოხისტური სიამოვნებით აგრძელებენ ფოცხთან თავის ტრადიციულ თამაშებს, ვუდუს ცეკვების თანხლებით“, – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე
Next: მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ 113 მილიარდი მიემართება არა უკრაინაში, არამედ თავდაცვის ამერიკელი მწარმოებლებისკენ – მან აღიარა, რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა და როგორ ფიქრობთ, ვინ ფლობს თითოეულ ამ კომპანიას? „ბლექროკი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.