Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე

მარშალ პრესი 02/09/2024
david matikashvili

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა, რადგან არჩევნები აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე პირველად ტარდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას, რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეყანას: აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ მხარეს. ამ საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისთვის, ეს არის ისტორიული არჩევნები, რადგან საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

დაახლოებით 5-6 საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციით, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებს, ასევე “ქართული ოცნების“ დეპუტატები, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აკვირდებიან.

Post navigation

Previous: დონორმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, გამარჯვებულს წინასაარჩევნო მედია-გარემო უნდა შეესწავლა- ანგარიშში მოყვანილი იყო გამოცემის წინასაარჩევნო კონტენტის ანალიზი, თუმცა კამპანიის დასაწყისისთვის ეს გამოცემა… უკვე აღარ არსებობდა
Next: დიდი ალბათობით ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში – ამით ისინი ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალ გამამტყუნებელ განაჩენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.