Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს. ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა

მარშალ პრესი 31/08/2024
irakli kobakhidze

საქართველოს ჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოზურგეთში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა და ახლა, იგივე ძალები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა დაბრუნდება.

„ყველას კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა საქართველოში პროცესები, როდესაც 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს. ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დანაშაულები იყო ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა. სამწუხაროდ, ამ დანაშაულებზე დღემდე არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმ გარე ძალებს, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება უცხოურ აგენტურას ჩააბარეს. და ახლა, იგივე ძალები გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა დაბრუნდება.

ვინც ერთმანეთთან აიგივებს ევროპას და ადამიანების მკვლელობას, ევროპას და ადამიანების წამებას, ევროპას და ბიზნესის რეკეტს, ევროპას და ტელევიზიების მიტაცებას, ევროპას და არჩევნების გაყალბებას, ევროპას და ომს, ყველა არის ომის პარტიის წარმომადგენელი და მათ ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გურიაში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით იგებს ხოლმე არჩევნებს. სწორედ ამ ნდობამ მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა 12 წლის მანძილზე და დარწმუნებული ვარ ახლაც ერთად გავიმარჯვებთ
Next: ბოლო წლების ქაოსის და ომის ქარცეცხლის რკალში, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთმა რამემ გადაარჩინა: ეს იყო ჩვენი ბრძენი ხალხი და მისი ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად, მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იღებდა გადაწყვეტილებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.