Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურიაში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით იგებს ხოლმე არჩევნებს. სწორედ ამ ნდობამ მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა 12 წლის მანძილზე და დარწმუნებული ვარ ახლაც ერთად გავიმარჯვებთ

მარშალ პრესი 31/08/2024
irakli kobakhidze3

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ გურულებთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.

„არავის ისე კარგად არ ესმის პოლიტიკა, როგორც თქვენ, გურულებს და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ გურიაში „ქართული ოცნება“ ყოველთვის დიდი უპირატესობით იგებს ხოლმე არჩევნებს! დიდი მადლობა თქვენ მრავალწლიანი ნდობისთვის!“- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ ნდობამ მისცა მმართველ პარტიას მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა 12 წლის მანძილზე.

„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერსაც ერთად გავიმარჯვებთ! კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ის, რაც არაერთხელ ითქვა. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მორალურ დაცემასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება საქართველოში, ამიტომ ხალხი მას დამსახურებულად უწოდებს მშვიდობისმყოფელს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მშვიდობის პარტიას
Next: 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს. ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.