Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა მივულოცო. მოხევეები, დიდი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად იცავენ საქართველოსა და ამიერკავკასიის კარიბჭეს

მარშალ პრესი 31/08/2024
dimitri khundadze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოსახლეობას ყაზბეგობას ულოცავს.

„მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა მივულოცო.“- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ხევი მდიდარია წარსულითაც და დღევანდელობით. ეს კი, მთელი საქართველოს სიამაყეა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეპუტატი აღნიშნავს, რომ მოხევეები დიდი ხნის განმავლობაში იცავენ საქართველოს და მათ მშვიდობის ფასი იციან.

„მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა მივულოცო.

დარიალის ხეობის თვალწარმტაცი ბუნება გამორჩეულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში.

ეს არის ადგილი, სადაც მოხევეები, დიდი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად იცავენ საქართველოსა და ამიერკავკასიის კარიბჭეს. აქაურებმა კარგად იციან მშვიდობის ფასი. იციან ბრძოლაც და თავდადებაც.

აქედან მთელი საქართველოს გასაგონად ითქვა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ და მოხევეებს თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი დღემდე არ დაუკარგავთ.
დღესაც მყინვარის ჩრდილქვეშ დგას გერგეთის სამება, ერთ დროს ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ქრისტიანის სალოცავი.

აქედან, რწმენასაც და ლოცვასაც, დღესაც განსაკუთრებული მადლი აქვს. მდიდარია ხევი წარსულითაც და დღევანდელობითაც, რაც მთელი საქართველოს სიამაყეა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ნათელ მომავალს,“- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: “სირცხვილიას” დირექტორის სკანდალური აღიარება: აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია
Next: ვენესუელის ოპოზიცია და ამერიკული მედია, CIA-თან დაკავშირებულ ორგანოებთან მომუშავე, უკრაინაში, საქართველოსა და ერაყში აქტიურად მოქმედი „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის საფუძველზე აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.