Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“სირცხვილიას” დირექტორის სკანდალური აღიარება: აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ რეგისტრაცია არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია

მარშალ პრესი 31/08/2024
giorgi mzhavanadze

“გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მოძრაობის, “სირცხვილიას” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, აღიარებს, რომ ორგანიზაციის რეგისტრაცია არ განაპირობებს მისთვის აგენტის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან, კანონის ახალ რედაქციაში აგენტის სტატუსი გათვალისწინებული არ არის.

ვიდეოში, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ მიიღო “სირცხვილიამ” „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირების გადაწყვეტილება, მჟავანაძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია აგენტის სტატუსს დარეგისტრირების შედეგად არ იღებს, ხოლო ხელისუფლებისთვის, აქამდე ისედაც ყველა აგენტი იყო, მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა რეგისტრაციას.

“კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია, მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ გაივლის კანონით რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის მასზე, ისედაც აქამდე ხელისუფლებისთვის იყო ყველა აგენტი და ასე იქნება შემდეგშიც.” – აცხადებს გიორგი მჟავანაძე.

Post navigation

Previous: უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები
Next: მსურს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მოხევეებს სახალხო დღესასწაული – ყაზბეგობა მივულოცო. მოხევეები, დიდი ხნის განმავლობაში ვაჟკაცურად იცავენ საქართველოსა და ამიერკავკასიის კარიბჭეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.