Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს

მარშალ პრესი 29/08/2024
GIA VOLSKI

საერთაშორისო პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. კარგად იცის თვითონაც, რომ რადიკალური ოპოზიციაა იმ ოკუპაციის ავტორი და შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“ საქართველოში და, ზოგადად, საერთაშორისო პროცესებში არცერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია.

„ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს: შემოჭრას და ოკუპაციას სამართლებრივი წინაპირობა შეუქმნა; სტრატეგიული ობიექტები ჩააბარა რუსეთს და ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ოკუპაცია განგრძობითი იყოს; სასამართლოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართა, ხალხი არ გამოიყვანა, დანაშაულები ჩაიდინა და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გამაგრების საშუალება მისცა. 700 მეტრში თუ უფრო ნაკლებშია განლაგებული რუსეთის ბაზა ცენტრალური გზებიდან. ამის საშუალება მისცა სალომე ზურაბიშვილის გუნდმა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, იმას ედავება, რომ თურმე შეიძლება პრორუსული იყოს მისი პოლიტიკა და საქმიანობა. ვერავინ მოიტყუება, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა საქართველოში ვითარების გამწვავება და რადიკალური, რევოლუციური გზის განვითარება. ეს აშკარაა და ამას არავინ მალავს, სალომე ზურაბიშვილი მათ შეუერთდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახლა დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების“.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება
Next: როგორ ხდებოდა ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა და რამდენად არის შენარჩუნებული წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.