Skip to content
23/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება

მარშალ პრესი 29/08/2024
rati bregadze

იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს.

სამწუხაროდ სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია.

ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით“, – წერს მინისტრი.

Post navigation

Previous: ჩვენი ამოცანაა – მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომების დაშვება და არ წამოვეგოთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოვლენათა სავარაუდო განვითარების „არმაგედონულ” სცენარებს
Next: სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.