Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციას ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემის ეშინია. იციან, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი შტურმით აიღებს მათ კარებს არჩევნებზე

მარშალ პრესი 26/08/2024
tamar chiburdanidze

„ოპოზიცია საგონებელშია ჩავარდნილი. „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს რეგიონებში სიტყვასიტყვით შიფრავენ და მარჩიელობენ, რა არის ის მეოთხე პუნქტი, რომელმაც მოსვენება დაუკარგა მათ?“- წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, აფხაზეთის თემა ოპოზიციის გარდა საქართველოს უცხოელ „მეგობრებსაც“ აფორიაქებს და ცდილობენ ქართველებს ყველაზე დიდი ოცნების ახდენა ტრაგედიად უქციონ.

„ოპოზიცია საგონებელშია ჩავარდნილი. „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს რეგიონებში სიტყვასიტყვით შიფრავენ და მარჩიელობენ, რა არის ის მეოთხე პუნქტი, რომელმაც მოსვენება დაუკარგა მათ? თუმცა, იციან რომ ეს დიდი ეროვნული თემა იქნება, რომელიც ფეხზე დააყენებს მთელს საქართველოს. სწორედ ამიტომ, წინასწარ ახორციელებენ კონტრშეტევას ყველა იმ საკითხზე, რაც შეიძლება გაჟღერდეს მეოთხე პუნქტად. ამით ცდილობენ შექმნან ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში. დღეს ანნა ნაცვლიშვილმა ახალი ბრალდება წამოაყენა, თურმე ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის აღიარებას აპირებს.

მათ ხომ ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემის ეშინიათ. იციან, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი შტურმით აიღებს მათ კარებს არჩევნებზე. როგორ აფორიაქებს აფხაზეთის თემა ჩვენს უცხოელ „მეგობრებსაც“? როგორ ცდილობენ საკუთარი აგენტებით ქართველებს ყველაზე დიდი ოცნების ახდენა დიდ ტრაგედიად უქციონ, მაგრამ ავიწყდებათ ისტორიის ერთი ჭეშმარიტება:- როდესაც დროის წინააღმდეგ მიდიხარ, აზვირთებულ ტალღებში მოჰყვები, საიდანაც ხსნა აღარ არის. ნურავინ შეეცდება შეუქცევადი ეროვნული პროცესების წინააღმდეგ წასვლას, თორემ ისტორია თავის ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ქართულ ჯარზე ზრუნვის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება – 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა
Next: ცესკო პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025