Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართულ ჯარზე ზრუნვის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება – 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

მარშალ პრესი 26/08/2024
tamta megrelishvili

„სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა მათ სათანადო დაფასებასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. ქართულ ჯარზე ზრუნვის ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული, რომ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნება” არის ჯარის, ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკური ძალა, რომლისათვისაც პრიორიტეტია სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ღირსების პოლიტიკით მოქმედება, ხალხის ინტერესები და მშვიდობა ქვეყანაში.

„სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა მათ სათანადო დაფასებასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. ამის მაგალითია მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და წარმატებით განხორციელდა, კერძოდ, მახათას მთაზე სამხედროებისთვის 39 7-სართულიანი კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა და სამხედროებმა საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.
ქართულ ჯარზე ზრუნვის ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.

იმისათვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მიმართა თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს ქართულ ჯარზე ამ მზრუნველობითი პოლიტიკის პირობებში კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში და ამისთვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნას გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც.

“ქართული ოცნება” არის ჯარის, ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკური ძალა რომლისათვისაც პრიორიტეტია სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ღირსების პოლიტიკით მოქმედება, ხალხის ინტერესები და მშვიდობა ქვეყანაში.

წარმატებები ამ სახელმწიფოებრივად მოქმედ გუნდს. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე – კახა კალაძე
Next: ოპოზიციას ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემის ეშინია. იციან, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი შტურმით აიღებს მათ კარებს არჩევნებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025