Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არც ერთი ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, მამული, ენა უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს იმიტომ, რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი

მარშალ პრესი 25/08/2024
mamuka mdinaradze23

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

„მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, მოგესალმებით დიდი პატივისცემით. დიდი მადლობით დავიწყებ იმიტომ, რომ რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ასე მყარად, ასე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს წინაშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ და არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, რაც მთავარია, ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერია დღეს რომ ამით შეგვიძლია ჩვენ დავიტრაბახოთ, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება და დიდი მადლობა თქვენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად გამოვდივართ და ვამბობთ ხოლმე, რომ 60 პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ქუდზე კაცი, რატომ? და რატომ სჭირდება რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, თავისი მამული, თავისი რწმენა, ენა, უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს იმიტომ, რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი. საკონსტიტუციო უმრავლესობისა, რომელიც უბრალოდ ვინმეს სიმრავლისთვის კი არ სჭირდება, სჭირდება ქვეყნის და გუნდის სიმყარისთვის, რომ ასევე ამაყად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის.“-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ გაბედოს არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი
Next: პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში გვჭირდება ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდა ავკრძალოთ კონსტიტუციის დონეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.