Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ გაბედოს არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი

მარშალ პრესი 25/08/2024
shalva papuashvili

ასეთი ხილული, ხელშესახები და მასშტაბური არასდროს ყოფილა ბოროტება. სწორედამიტომ,26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს სიმტკიცე და უკომპრომისობა,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა
ხალხმა ყველას მეგობრებსაც და მტრებსაც აჩვენოს, თუ რას ირჩევს და რომელ მხარეს დგას.

,,სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეგობრებსაც და მტრებსაც, რას ვირჩევთ, რომელ მხარეს ვდგავართ: ვინარჩუნებთ ჩვენს ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ იდენტობას, თუ ვითქვიფებით სხვათა ცხოვრების წესში? ვზრდით ჩვენს ვაჟებს კაცებად და ქალიშვილებს ქალებად, თუ ისე ვაბნევთ, რომ საკუთარ სქესშიც კი ვეღარ გაერკვნენ?ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს, როგორც ეს ომში არშეყოლით გავაკეთეთ, თუ წითელ ხალიჩაზე და ფოჩიან კანფეტებზე ვიყიდებით, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს? ვირჩევთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, თუ ვირჩევთ დესამშობლოზაციას, როგორც ამას ოპოზიციის პირით გვითვლიან? ვლოცულობთ ჩვენს სალოცავებში, თუ ვაღმერთებთ სხვათა კერპებს? ვიფიცებთ ჩვენს დროშაზე, თუ სხვის დროშას ვაფრიალებთ?

მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მჯერა, რომ ჩვენი შვილები სწორედ ისეთ საქართველოში იცხოვრებენ, როგორზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ, რადგან ასეთია კანონზომიერება – ბოროტს ყოველთვის დაძლევს კეთილი. მაგრამ ბოროტის ძლევა თავისით არასდროს მოდის. კეთილის გამარჯვებას ბრძოლა სჭირდება და დღეს ეს ბრძოლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა დავდგეთ და საქართველოს სათქმელი ყველას გასაგონად ვთქვათ: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო! შეგვეწიოს ჩვენი სალოცავები!,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ვინც ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება, ამას არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან, დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან
Next: არც ერთი ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, მამული, ენა უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს იმიტომ, რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.