Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება

მარშალ პრესი 25/08/2024
irakli kobakhidze

ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ამბროლაურში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, 2012 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. მანვე აღნიშნა, რომ ამ გარდატეხის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა ის, საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს უკრაინა იმყოფება.

„ყველას გახსოვთ, რომ 2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი რეფერენდუმი საქართველოსთვის. მაშინ ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა რეჟიმი, რომელმაც ქუჩაში დახვრიტა ასზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც აწამებდა ადამიანებს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს, კანონიერ მფლობელებს ართმევდა ტელევიზიებს, აყალბებდა არჩევნებს და რომელმაც თავისი მოღალატეობრივი დანაშაულის შედეგად, დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.

ვერც ამ შემთხვევაში გავუშვებ ხელიდან შესაძლებლობას და უდიდეს მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ გარდატეხის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მთაში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი, რაც აქ მაცხოვრებელი ხალხის განსაკუთრებულ ღირსებაზე მეტყველებს
Next: საქართველოს ოფიციალური, სამშვიდობო პოლიტიკა მიუღებელია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა არ გახდა, მეხამრიდი, რეგიონულ კონფლიქტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.