Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მთაში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი, რაც აქ მაცხოვრებელი ხალხის განსაკუთრებულ ღირსებაზე მეტყველებს

მარშალ პრესი 25/08/2024
irakli kobakhidze

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით ემოციურია მშობლიურ კუთხეში – რაჭაში სიტყვით გამოსვლა.

მისივე თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და ირაკლი კობახიძემ თითოეულ მათგანს ამისათვის მადლობა გადაუხადა.

„ქართული მთა ყველაზე დიდი რუდუნებით ინახავს ქართულ ფასეულობებს, ჩვენს სარწმუნოებას, ქართულ კულტურას.

თქვენ იცით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ იმგვარი რამ, რაც თვისებრივად არ მიესადაგება ქართულ კულტურას – ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული, მაგრამ მერე აქეთ გვსაყვედურობენ.

ნიშანდობლივია, რომ ამ სიძულვილმა, აგრესიამ და პოლარიზაციამ, ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება
Next: ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.