Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე 25 ივლისს საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო

მარშალ პრესი 21/08/2024
456287117_887098256806094_7827429986047186707_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე 25 ივლისს საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ს სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტში ჩაერთნენ საქართველოს, აშშ-ს, კანადის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და თურქეთის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის კოშკის შიდა და გარე ტერიტორია, მიმდინარეობს კოშკის დასავლეთით არსებული ნაგებობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები და ციხესთან დაკავშირებული გვირაბის გაწმენდის პროცესი. კოშკის მიმდებარედ აღმოჩნდა სამი ქვევრი და როგორც შუა საუკუნეების, ისე ოსმალური პერიოდისათვის დამახასიათებელი მასალები. ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები 25 აგვისტოს დასრულდება, ექპედიდიციის მონაწილე არქეოლოგებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
დასკვნით ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, არეოლოგები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა – ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა
Next: უნდა გვახსოვდეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წყვეტს არა პოლიტიკური პარტიების, არამედ ქვეყნის ბედს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.