Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა – ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა

მარშალ პრესი 21/08/2024
natela mezvrishvili natia

პროკურატურის ინფორმაციით, “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში იყო დაბარებული, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში განუცხადეს, “ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა”.

“ნათია მეზვრიშვილი მისი განცხადების საფუძველზე დამატებითი გარემოებების დასაზუსტებლად თბილისის პროკურატურაში გასაუბრებაზე იქნა დაბარებული. მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე. ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა”, – განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა, რასაც მისივე შეფასებით, ოპოზიციონერების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ფიზიკური თავდასხმები მიჰყვა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

Post navigation

Previous: 21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე 25 ივლისს საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.