Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, თქვენი ოჯახის წევრებს – პრემიერის მიმართვა პოლიციელებს

მარშალ პრესი 31/05/2022

ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით, გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ,  ოპონენტები ხშირად იმეორებენ.

„რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არც ერთი ასეთი  ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არც ერთ კომპრომისს არ დავუშვებთ.

ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით მადლობას გიხდით სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისათვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისათვის. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, თქვენი ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია თქვენი საქმიანობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ცოტა უხერხული ხომ არ იქნება “დსთ”-ის წევრ ქვეყანას მიანიჭო და საქართველოს, რომელსაც “ტრიო”-ს ფორმატში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს რეფორმების თვალსაზრისით, სტატუსის გარეშე დატოვო?!
Next: პროფესიულ დღეს ვულოცავ ჩვენს საამაყო პოლიციელებს – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.