Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გუშინ, შემინული ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ტერორი უტევს არა მხოლოდ ამ პიროვნებას, არამედ, მთლიანად საქართველოს

მარშალ პრესი 22/08/2024
tamar chiburdanidze

„პოლიტიკური ტერორის მხარდამჭერები ქირქილებენ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე. თუმცა, მათგან განსხვავებით, ამერიკელი ხალხი არ ქირქილებს დონალდ ტრამპის უსაფრთხოებაზე, რომელიც გუშინ ზუსტად იგივე შემინული ტრიბუნიდან მიმართავდა ამომრჩეველს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს აუცილებელია ქუდზე კაცი მივიდეს არჩევნებზე, რათა საქართველო სამშვიდობოს გავიდეს. „პოლიტიკური ტერორის მხარდამჭერები ქირქილებენ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე. თუმცა, მათგან განსხვავებით, ამერიკელი ხალხი არ ქირქილებს დონალდ ტრამპის უსაფრთხოებაზე, რომელიც გუშინ ზუსტად იგივე შემინული ტრიბუნიდან მიმართავდა ამომრჩეველს.

თუ განსხვავება ის არის, რომ ტრამპს ესროლეს და ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა ვერ მოახერხეს და დროულად აღკვეთეს? როგორი სულმდაბლობაა ასეთი საქციელი, თუმცა, ამ ოპოზიციისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს. გუშინ, შემინული ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ამომრჩევლისადმი, მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ტერორი უტევს არა მხოლოდ ამ პიროვნებას, არამედ, მთლიანად საქართველოს. თუკი აქამდე პოლიტიკოსთა მკვლელობებს მხოლოდ სხვა ქვეყნების მაგალითზე ვიგებდით, დღეს სურთ ეს ქართულ რეალობადაც აქციონ.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, რათა საქართველო ავარიდოთ ამ ტერორს და სამშვიდობოს გავიყვანოთ. აუცილებელია მაღალი აქტივობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საბოლოოდ გამოვეხსნათ ომის საფრთხეს და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს ქვეყნის წინაშე. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა შიდა თუ გარე მტრებისგან. გვჯერა, ქართველი ხალხი ამას კიდევ ერთხელ შეძლებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ერთი ამბავია ატეხილი, ბიძინა ივანიშვილი როგორ იდგა ბრონირებული შუშის უკანო
Next: ოპოზიციას და მათ ექსპერტებს ამჯერად “ტყვიაგაუმტარი მინის” სინდრომი თუ ვირუსი შეეყარათ და ეტყობა არჩევნებამდე არ გაუვლით, ისეთი სერიოზული სახეებით აგებენ სულელურ თეორიებს უსაფრთხოების ტრივიალური ზომების მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.