Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთი ამბავია ატეხილი, ბიძინა ივანიშვილი როგორ იდგა ბრონირებული შუშის უკანო

მარშალ პრესი 22/08/2024
guri

ერთი ამბავია ატეხილი, ბიძინა ივანიშვილი როგორ იდგა ბრონირებული შუშის უკანო. როგორ და ახლა დიფ სტეიტს, გლობალურ ისტებლიშმენტს და ამ გლობალურ რეპრესიულ წესრიგს სისტემებზე მეტად, პერსონები ებრძვიან. ამ პერსონებში შედის ბიძინა ივანიშვილიც, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მცხეთაში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღება საკამათო არ უნდა იყოს იმ ფონზე, რომ მსოფლიოში არსებულ ზოგად კონტექსტთან ერთად, საქართველოშიც მიმდინარეობს გამოძიება.

მისივე თქმით, ყველაფერს ემატება “ნაციონალური მოძრაობის” სახით ამრევების ჯგუფი, რომლებიც ყველაფერზე ხელს მოაწერენ.

“ერთი ამბავია ატეხილი, ბიძინა ივანიშვილი როგორ იდგა ბრონირებული შუშის უკანო. როგორ და ახლა დიფ სტეიტს, გლობალურ ისტებლიშმენტს და ამ გლობალურ რეპრესიულ წესრიგს სისტემებზე მეტად, პერსონები ებრძვიან. ამ პერსონებში შედის ბიძინა ივანიშვილიც.

აგერ ტრამპი შემდეგ მიტინგზე უკვე ბრონირებული შუშის უკან იდგა, გვაქვს ასევე ფიცოს მაგალითი, რომელსაც პირდაპირ ტყვიები ესროლეს. ამ ზოგადად კონტექსტთან ერთად გვაქვს შიდა გამოძიებაც, სადაც იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა. მოკლედ რაც უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს, მით უფრო მეტი ბოლო კუდის მოქნევა იქნება. საერთოდ წარმოუდგენელია, რა არის აქ საკამათო.. ამ ყველაფერს ემატება, შიდა, პროფესიონალი, დაქირავებული ამრევების ჯგუფი, ნაცების სახით, რომლებიც ყველაფერს ხელს მოაწერენ. ეს კომპრადორული ელიტა კლავდა ხალხს, აფეთქებდა გივი თარგამაძეებს, აწამებდა პატიმრებს მხოლოდ იმიტომ რომ გარე ძალების ინტერესები უკეთ შეესრულებინა.” – წერს სულთანიშვილი.

Post navigation

Previous: ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც ტყვიაგაუმტარ მინას უკავშირდება, დიდი საფრთხის გაუფასურებას ემსახურება – არიან ადამიანები, რომელთათვის მსხვერპლი არა ტრაგედია, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის აუცილებელი პროცედურაა
Next: გუშინ, შემინული ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ტერორი უტევს არა მხოლოდ ამ პიროვნებას, არამედ, მთლიანად საქართველოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.