Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური – მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა, სოლიდარობა, შრომის დაფასება, სამართლიანი კრიტიკა და ამ პრინციპების დაცვით ქვეყნის ერთიანობის და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა

მარშალ პრესი 31/05/2022
გომელაური ვახო

დღეს ჩვენ, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს ფუნდამენტზე აგებული
ქვეყნის პოლიცია, ასევე, მთლიანად ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრი
გამოწვევის წინაშე ვართ. მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა,
სოლიდარობა, შრომის დაფასება, სამართლიანი კრიტიკა და ამ პრინციპების
დაცვით ქვეყნის ერთიანობის, სტაბილური განვითარების და ღირსეული მომავლის
უზრუნველყოფაა, – განაცხადა  შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ
გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით
გამოსვლისას.

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელთა ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის,
გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი პროფესიული სირთულეების გამო, ხშირად მათთვის არ გვყოფნის დრო, ვინც
ყველაზე მეტად გვიყვარს – ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის. მადლობა
თითოეულ მათგანს, პროფესიულ გზაზე პოლიციელთა მხარდაჭერისთვის,
გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის. პოლიციელის პროფესიის და ფიცის
ერთგულება, სამშობლოსა და თანამოქალაქეებისთვის სიცოცხლის გაწირვა, საკუთარ
ინტერესებზე უარის თქმა – ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ უკან, ოჯახებში
მომლოდინე ადამიანებს კი გისურვებთ, ყოველთვის გეამაყოთ თქვენი ოჯახის
წევრი პოლიციელებით  და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უვნებლად, მშვიდობით
დაგბრუნებოდეთ საყვარელი ადამიანები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

Post navigation

Previous: მოლდოვას პრეზიდენტი, რომელიც აცხადებდა СНГ და EU ერთად ვერ “ძოვენ” და დადგა ამ ორგანიზაციიდან გასვლის დროც. ამ პრინციპებით, ამ განწყობითა და სიხარულით მოლდოვა ბრიუსელიდან სათავისოდ დადებითი პასუხის მოლოდინშია
Next: ვახტანგ გომელაური – პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.