Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური – დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია

მარშალ პრესი 31/05/2022
გომელაური ვახტანგ

დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული
პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში, ისე, როგორც არასდროს,
უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა, – ამის
შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის
დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუცვამს პოლიციელის ფორმა,
კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა სირთულეებთანაა
დაკავშირებული დანაშაულთან ბრძოლა,  ასევე, იცის, რა საამაყოა, ემსახურო
მოქალაქეებს.

„ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაგვიცვამს პოლიციელის ფორმა, გვიტარებია
პოლიციელის მუნდირი, კარგად ვიცით, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია.
ვიცით, რა სირთულეები ახლავს თან დანაშაულთან ბრძოლას, ვიცით, რა საამაყოა,
ემსახურო მოქალაქეებს და ვიცით ფასი ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური
უფლების დაცვის. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა,
მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, კრიმინალთან ბრძოლა არის
თითოეული ჩვენგანის ყველაზე საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი. დღეს
ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული
პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში, ისე, როგორც არასდროს,
უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. ეს არის
თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი და ეს მონაპოვარი ეკუთვნის
საზოგადოების თითოეულ წევრს“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ვახტანგ გომელაური – ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის, მადლობა საქართველოს ერთგული სამსახურისთვის
Next: მოლდოვას პრეზიდენტი, რომელიც აცხადებდა СНГ და EU ერთად ვერ “ძოვენ” და დადგა ამ ორგანიზაციიდან გასვლის დროც. ამ პრინციპებით, ამ განწყობითა და სიხარულით მოლდოვა ბრიუსელიდან სათავისოდ დადებითი პასუხის მოლოდინშია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025