Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საარჩევნო სიის შედგენისთვის ჯერ დრო გვაქვს, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი სია

მარშალ პრესი 15/08/2024
irakli kobakhidze43

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარტია თბილისის კანდიდატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დედაქალაქშიც აქტიური მუშაობა დაიწყება.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, კობახიძის თქმით, სავარაუდოდ სექტემბერის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია.

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას, რეგიონებში რაც შეიძლება მალე ამ კანდიდატების დასახელება იყო მნიშვნელოვანი, რათა უკვე აქედანვე დავიწყოთ, უშუალოდ, ასე ვთქვათ, საველე სამუშაოები, ველზე გასვლა. საარჩევნო კამპანიის წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დავასახელეთ ჩვენ დელეგატები და უკვე აქედანვე დაიწყება აქტიური მუშაობა რეგიონებში. ანალოგიურად თბილისის კანდიდატებს დავასახელებთ უახლოეს დღეებში და თბილისშიც დაიწყება აქტიურად მუშაობა. რაც შეეხება თვითონ სიის შედგენას, ჯერ ამისთვის გვაქვს დრო, აქედან გამომდინარე მოგვიანებით გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი საარჩევნო სია. სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, გამოცდილებას და პოლიტიკურ სიმწიფეს
Next: სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა, სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025