Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, გამოცდილებას და პოლიტიკურ სიმწიფეს

მარშალ პრესი 15/08/2024
lado bojadze

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, გამოცდილებას და პოლიტიკურ სიმწიფეს, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე GORBI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ.

ბოჟაძის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ,,ქართული ოცნების” გონივრულმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ნატოსთან და ევროკავშირთან უპრეცედენტო დაახლოება, რაც მომავალშიც მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გაგრძელდება.

„აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, გამოცდილებას და პოლიტიკურ სიმწიფეს. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2012 წლამდე ჩვენმა ერმა უამრავ განსაცდელს, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რუსეთთან ომებს, ,,ნაციონალური მოძრაობის” სისხლიან მმართველობას, სახელმწიფო და ხალხის წინაშე მათ ღალატს გაუძლო, შესაბამისად ყველაზე კარგად იციან მშვიდობის და სტაბილურობის ფასი. 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ,,ქართული ოცნების” გონივრულმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარება, ნატოსთან და ევროკავშირთან უპრეცედენტო დაახლოება, რაც მომავალშიც მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გაგრძელდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, გაიმარჯვებს შიდა და გარე მტრებზე, გააგრძელებს მშვიდობას და განვითარებას!
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024 #გელოდებითარჩევნებზე2025“, – წერს ბოჟაძე.

Continue Reading

Previous: დავით გამყრელიძე დაბრუნდა
Next: საარჩევნო სიის შედგენისთვის ჯერ დრო გვაქვს, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი სია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025