Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, სად დგას ქართული საზოგადოება, ვის ირჩევს ხალხი – სალომე ჯინჯოლავა GORBI-ის კვლევაზე

მარშალ პრესი 15/08/2024
salome jinjolava

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, სად დგას ქართული საზოგადოება, ვის ირჩევს ხალხი, – ამგვარად შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ჯინჯოლავამ GORBI-ის კვლევის შედეგები.

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, ოჯახი, ტრადიციების დაცვა. რაც შეეხება ოპოზიციას, მთელი მათი გადალაგება-გადმოლაგების მიუხედავად, კიდევ ერთხელ მოუწევთ, მწარე მარცხი განიცადონ 26 ოქტომბერს, რისი ნათელი დადასტურება და მაგალითიც გახლავთ „გორბის“ კვლევა“, – განაცხადა სალომე ჯინჯოლავამ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად – 43 მანდატს.

Continue Reading

Previous: ჯერ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა
Next: საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა თითქმის ორი მლრდ დოლარი შეადგინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025