Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯერ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა

მარშალ პრესი 15/08/2024
rati ionatamishvili

ჯერ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ერთად აღებული რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერასთან შედარებით, – ამგვარად გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი GORBI-ის კვლევის შედეგებს.

„ქართული ოცნება“ იგებს ღირსეულად საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად. ჯერ კამპანიის აქტიურ ფაზაში არ გადავსულვართ და უკვე სამჯერ მეტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ერთად აღებული რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ამას აქვს ობიექტური მიზეზები, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ორიენტირებული საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არის ორიენტირებული მხოლოდ არეულობაზე, უპრინციპო, უზნეო დამოკიდებულებაზე მათ შორის, ერთმანეთის მიმართაც. ამიტომ არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბრამდე ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად – 43 მანდატს.

Continue Reading

Previous: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს
Next: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, სად დგას ქართული საზოგადოება, ვის ირჩევს ხალხი – სალომე ჯინჯოლავა GORBI-ის კვლევაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025