Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

მარშალ პრესი 10/08/2024
givi macharashvili

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავა. მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.

სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა. ფინალი 11 აგვისტოს გაიმართება.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, ის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს შეხვდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად – მიხეილ სარჯველაძე
Next: გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.