Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად – მიხეილ სარჯველაძე

მარშალ პრესი 10/08/2024
sarjveladze10

პრეზიდენტი აშკარად ცდილობს, რომ სამწუხარო ფაქტი და გარემოება საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებაზე.

როგორც მინისტრმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით დესტრუქციული კონტექსტი ხელოვნურად შექმნას და ამ დესტრუქციულ კონტექსტში საკუთარი ქულების დაწერა მოახერხოს.

„ზურაბიშვილს უკვე აღარაფერი აქვს საერთო ზეპარტიულ პრეზიდენტობასთან. მან დაკარგა ყოველგვარი განცდა იმისა, რომ ის შეიძლება იყოს ზეპარტიული. ის ჩართულია აქტიურ, პოლიტიკურ დებატში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან.ის ამით იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად, რომელიც არაფრით განსხვავდება ნებისმიერი ოპოზიციის ფლანგზე მოღვაწე პოლიტიკოსებიდან“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: გიორგი ურუშაძემ ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო
Next: გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.