Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ლენტებს ჭრიდა „ქართუს” დაფინანსებულ პროექტებზე, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში

მარშალ პრესი 10/08/2024
archil talakvadze

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ლენტებს ჭრიდა „ქართუს” დაფინანსებულ პროექტებზე, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, ეს პროექტები მათთვის გახდა მიუღებელი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეების გადმორგვასთან დაკავშირებულ პროცესებს.

„ეს არის უბრალოდ, სასაცილო. ჯერ პოლიტიკური მათემატიკა ჰქონდათ გამრუდებული, ახლა უკვე პოლიტიკური ლოგიკაც აქვთ გამრუდებული. ეს რადიკალური ოპოზიცია მთელი თავისი პროპაგანდისტული მედიებით, აქტივისტებით, რადიკალური ჯგუფებით პროექტის განხორციელების სრული პერიოდის განმავლობაში ხელს უშლიდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე დეზინფორმაციით და სხვადასხვა მექანიზმით დენდროლოგიური პარკის პროექტს. ეს პროექტი მაინც შედგა და ის რა თქმა უნდა, არსებობას განაგრძობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეკვეთილის დენდროპარკმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ბაობაბის ხეების გახმობასა და გადმორგვის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე.

Post navigation

Previous: არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული
Next: ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.