Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული

მარშალ პრესი 10/08/2024
david matikashvili

არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით წარმართული, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ვიზიტს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ველოდებით სტრატეგიულ დახმარებას და მეგობრობას და არა იმ, ბევრ შემთხვევაში ზღვარს გადასულ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ საქართველოში ხელისუფლების არასამართლებრივად, არაკანონიერად შეცვლისკენ არის მიმართული. დაელოდონ არჩევნებს. არა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში და პეკინში, არამედ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოინახულონ ჩვენი ქვეყანა, შედგეს შესაბამისი ვიზიტები, ოღონდ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების და არა გაუარესების კუთხით წარმართული”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკური ფარისევლობის ჩემპიონები გახდნენ. ეს ის ხალხია, ვისაც მინისტრები, პარლამენტარები ჰყავდათ რუსეთის მოქალაქეები
Next: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ლენტებს ჭრიდა „ქართუს” დაფინანსებულ პროექტებზე, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.