Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ?! – ნინო ფოჩხუა OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე

მარშალ პრესი 09/08/2024
nino pochxua

მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს.

ერთდღიანია თქვენი სიხარული, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული, სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“.

ფოჩხუას თქმით, დღეს, როცა ინფორმაციის მოძიება ყველას უპრობლემოდ შეუძლია, შეუძლებელია უნიჭო ტყუილებმა გზა ნახოს.

„მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს. ერთდღიანია თქვენი სიხარული. დღეს, როცა ინფორმაციის მოძიება ყველას უპრობლემოდ შეუძლია, შეუძლებელია თქვენმა უნიჭო ტყუილებმა გზა ნახოს. ასე რომ ვერ მოერევით ამ კაცს, რადგან თქვენი ყველა ქმედება იაფფასიანი ფეიკია. 26 ოქტომბერს კი ისევ დაინახავთ ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი“, – წერს ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: ასე მოუვიდა ამ ორგანიზაციასაც, ეტყობა ერთხელ აცდუნეს, ორჯერ და გადაწყვიტა დააჯდეს ამ საქმეს
Next: ეს არის იაფფასიანი პროპაგანდისტული, შეკვეთილი სტატია, რომელსაც ერთ დღიანი ეფექტი აქვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025