Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის იაფფასიანი პროპაგანდისტული, შეკვეთილი სტატია, რომელსაც ერთ დღიანი ეფექტი აქვს

მარშალ პრესი 09/08/2024
davit chikhelidze

ორგანიზაცია OCCRP-ის სტატიამ რამდენი წლის უკან მომხდარი ამბავი გამახსენა, გახსოვთ ინფორმაცია რომ გავრცელდა თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა, რაც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, ახლაც იგივე სცენარი მეორდება, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა.

ჩიხელიძის თქმით, ზემოთ ხსენებული არის იაფფასიანი პროპაგანდისტული, შეკვეთილი სტატია, რომელსაც ერთდღიანი ეფექტი აქვს, მაგრამ კარგად აჩენს მიკერძოების იმ ხარისხს, რომელიც გარკვეულ ორგანიზაციებს გააჩნიათ.

„ორგანიზაცია OCCRP-ის სტატიამ რამდენი წლის წინ მომხდარი ამბავი გამახსენა, გახსოვთ ინფორმაცია რომ გავრცელდა თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა, რაც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, ახლაც იგივე სცენარი მეორდება. სტატია, დეზინფორმაციის გავრცელების კარგი ნიმუშია, სადაც საუბარი ფაქტების გარეშე, აღქმების დონეზე ხდება, არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა არ არსებობს, ეს არის იაფფასიანი პროპაგანდისტული, შეკვეთილი სტატია, რომელსაც ერთ დღიანი ეფექტი აქვს, მაგრამ კარგად აჩენს მიკერძოების იმ ხარისხს, რომელიც გარკვეულ ორგანიზაციებს გააჩნიათ“, – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ?! – ნინო ფოჩხუა OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე
Next: დასავლეთის მარიონეტების შეტევის კიდევ ერთი სუსტი ტაქტიკური ნაბიჯი არის მორიგი დეზინფორმაცია, მაგრამ გამიზნული ასევე წინასაარჩევნოდ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025