Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

მარშალ პრესი 07/08/2024
state dept - saxelmcipo departamenti

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

აღინიშნება, რომ 16 წლის წინ ამ დღეს, რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა.

„დღეს ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს ან დევნილებს.

რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავის ნებას ახვევს თავს იქაურ მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ღონისძიებების გატარებით.

შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მტკიცედ რჩება მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ეს ქმედებები საშუალებას მისცემს ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ევრო-ატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში უცვლელი რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან – „ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს უამრავი დანაშაულის გამო
Next: ის თუ რომელმა პარტიამ აღნიშნა აგვისტოს ომის ტრაგიკული წლისთავი 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, კარგი მარკერია ამომრჩევლისთვის, თუ რომელი პარტიები წარმოადგენენ ერთიან მიშისტურ ნაც-კლასტერს და რომელი არა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.