Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან – „ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს უამრავი დანაშაულის გამო

მარშალ პრესი 07/08/2024
mamuka mdinaradze

ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან – „ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც – 2008 წლის 7 აგვისტო.

„წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა.

რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც – 2008 წლის 7 აგვისტო.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: საიდან, როგორ ან სად გაჩნდა პირველად ეს თარიღი?
2008 წლის 9-10 აგვისტოს დოკუმენტებში (იგულისხმება როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის გადაწყვეტილებები), რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლის დღედ 8 აგვისტო სახელდებოდა. 2 თვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ “2008 წლის 7 აგვისტოს (!!!!!!!!!), საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან…”. იმავე რეზოლუციაში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული. ასევე ეწერა, რომ “განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიაზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნას, როგორც ომის დანაშაულებები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას”.

რაც არ უნდა წარმოუდგენელი ყოფილიყო, ამ რეზოლუციას საქართველოს მაშინდელმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა!

შესაბამისად, პირველად, თარიღი – 7 აგვისტო, გაჩნდა ნაცმოძრაობის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში, რომლითაც მათ თავადვე შექმნეს მტკიცებულება და ბეჭედი დაუსვეს ღალატს, ქვეყნის გაყიდვას და ქართველი სამხედროების უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას, რომ ისინი შეიძლებოდა გასამართლებულიყვნენ ომის დანაშაულისათვის!

მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ თავიანთი სამშობლოს გმირები არიან.

შეუძლებელია ამ ყველაფერს თავისი სახელი საბოლოოდ არ დაერქვას. ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ დანაშაულს, რომელსაც ეს სტატუსი ეძღვნება!“ – წერს მდინარაძე.

Post navigation

Previous: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეშვიდე კორპუსში ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტი თანამედროვე ტიპის ლიფტით ჩანაცვლდა
Next: აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.