Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ვხედავთ, რომ აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად

მარშალ პრესი 05/08/2024
nino tsilosani

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა.

„არის გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეწყვეტილი თანხიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გარკვეული კვლევები აღარ დაფინანსდება. თუმცა, აუცილებლად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორია იმუშავებს გამართულად და თავის ფუნქციას შეასრულებს. კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, რომ თუ ეს დახმარებები იყო უანგარო და რეალურად რასაც ამდენი ხანი გვაჯერებდნენ, რა მოხდა მაშინ?

ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ამ დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად. მათ შორის, ოპოზიციისთვის „საკვები“ იქნება, რომ მათ დღის წესრიგი ააწყონ“, – განაცხადა წილოსანმა.

Post navigation

Previous: ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა
Next: როგორც დრომ მიუჩინა ხუხაშვილს თავის ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, ასევე მალე დადგება მისი “დაფერთხვის” დროც. დარწმუნებული ვარ, ბოლო კაპიკამდე მოუწევს მოპარულის და ნაძარცვის დაბრუნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.