Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა

მარშალ პრესი 05/08/2024
unnamed (2)

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა.

ტრადიციად ქცეული წესით, ღონისძიების მასპინძელი წელს ქვემო ქართლის მხარე იყო. მათ მიერ ადგილზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობა – ფოლკლორი, მხატვრობა, ლიტერატურა, ტრადიციული სამზარეულო და სხვა.

ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მცხეთა–მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მისი შემოქმედება ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას ემსახურება.

„ილიაობის“ დღესასწაული, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წლამდე აღარ აღნიშნულა. 2014 წელს კი, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივით, დღესასწაული განახლებული ფორმატით აღდგა.

ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს ხვდება და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები, ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა.

Post navigation

Previous: სოფელ საგურამოში, ილიას ხსენების დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახლად რეაბილიტირებული სკვერისა და აღნიშნულ სკვერში, ილია ჭავჭავაძის ბიუსტის გაიხსნის ღონისძიება გაიმართა
Next: ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ვხედავთ, რომ აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.