Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ლუგარის ლაბორატორია – როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან?

მარშალ პრესი 05/08/2024
tornike molashvili

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ თორნიკე მოლაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსების გამოყვანა ხდებოდა და შეიძლება ითქვას, ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით.

მისივე თქმით, არაფერი საქართველოს არ დააკლდება ლუგარისთვის გრანტების შეჩერებით, უფრო მეტიც, ეს ჩვენივე უსაფრთხოებისათვის ძალიან კარგია.

„გამჭვირვალობის კანონის მეორე, უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის – აშშ-მ ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა. როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, რომელიც გაყინეს და რეალურად ამ ფულით საქართველოში თავიანთ აგენტურას აფინანსებდნენ და ამაგრებდნენ, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ჩვენს ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორია. როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან, თუნდაც ეს ამერიკა იყოს? მით უმეტეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსების გამოყვანა ხდებოდა და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით. არაფერი საქართველოს არ დააკლდება ლუგარისთვის გრანტების შეჩერებით, უფრო მეტიც, როგორც აღვნიშნე ეს ჩვენივე უსაფრთხოებისათვის ძალიან კარგია”, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა

Post navigation

Previous: დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში – დავით მათიკაშვილი სააკაშვილზე
Next: სოფელ საგურამოში, ილიას ხსენების დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახლად რეაბილიტირებული სკვერისა და აღნიშნულ სკვერში, ილია ჭავჭავაძის ბიუსტის გაიხსნის ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.