Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში – დავით მათიკაშვილი სააკაშვილზე

მარშალ პრესი 05/08/2024
david matikashvili

დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ, სად მოიხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი.

„თუ კონკრეტულ პატიმარს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი პრეზიდენტია თუ არა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც არის წესი, და ეს არის პენიტენციური დაწესებულება, ანუ ციხე, იქ უნდა მოიხადოს და არა სამედიცინო დაწესებულებაში. იუსტიციის სამინისტრო, ექიმები იღებენ გადაწყვეტილებებს და ისინი გადაწყვეტენ, სად არის მიხეილ სააკაშვილის ადგილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: „ვივამედის“ ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს
Next: როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ლუგარის ლაბორატორია – როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.