Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორ აუხსნიან მოქალაქეებს იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დაადანაშაულა, თავად კი საკუთარ ქვეყანას მილიარდნახევარს ედავებოდნენ

მარშალ პრესი 04/08/2024
archil talakvadze

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ამომრჩევლისთვის თავიანთი მოღალატეობრივი პოლიტიკის ახსნა გაუჭირდებათ. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

„ეს კიდევ ერთი სიგნალია იმ ხალხისგან, ვინც ითხოვს, ხელისუფლების ჩაბარებას. ხელისუფლება კი არა, ელემენტარული პასუხისმგებლობის აღებაც გაუჭირდათ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე გააკეთონ გულწრფელი და სამართლიანი შეფასებები. მათ საქმე წააგეს და დაეკისრათ 650 მილიონის გადახდა, მაშინ როდესაც, მილიარდნახევარს სთხოვდნენ თავის ქვეყანას და სთხოვდნენ იმის გამო, რომ თვითონ ვერ განახორციელეს ეს ისტორიული პროექტი. ახლა როგორ მივლენ მოქალაქეებთან არჩევნებზე და როგორ აუხსნიან იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და ჯარისკაცები დაადანაშაულეს და ახლა თვითონ ის პოლიტიკური ლიდერები გახდნენ, რომლებიც თავის ქვეყანას ედავებოდნენ მილიარდნახევარს“, – აცხადებს თალაკვაძე.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა (ფარული ჩანაწერები)
Next: ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება მომავალშიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.