Skip to content
03/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა (ფარული ჩანაწერები)

მარშალ პრესი 04/08/2024
52227

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ
სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული
წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა“ ხოლო, „ქურდული სამყაროს
საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში
მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს
მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა
ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და
,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს
ც.მ.-სთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი
რ.ა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ი.-მ საქმეში ჩართო „კანონიერ ქურდი“ დ.ე. და
,,ქურდული გარჩევის“ შედეგად ც.მ.-ს, განსაზღვრულ დროში 5000 ლარის გადახდა
დააკისრეს, რომელიც შემდგომ რ.ა.-მ გადაიხადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის
პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

Continue Reading

Previous: ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან. მოქალაქეებმა მათ წინასაარჩევნო ბანერზე უნდა ამოიკითხონ, რომ ისინი ქართველ ხალხს ჰპირდებიან ომს
Next: როგორ აუხსნიან მოქალაქეებს იმას, რომ იმ ხალხთან არიან დაჯგუფებული, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო დაადანაშაულა, თავად კი საკუთარ ქვეყანას მილიარდნახევარს ედავებოდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025