Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საერთოდ არ გამიკვირდება, ჩართული რომ იყვნენ უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე ყოფილი ძალოვნები

მარშალ პრესი 03/08/2024
irakli kircxalia

საერთოდ არ გამიკვირდება, ჩართული რომ იყვნენ დღეს უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე ყოფილი ძალოვნები. პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ აქ სიტუაციას მიხედავდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საერთოდ არ გამიკვირდება, აქ ჩართულები რომ იყვნენ დღეს უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები და არა მხოლოდ, ასევე ყოფილი ძალოვნები. პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რომ აქ მიხედავდნენ. გახსოვთ, აქ კოლექტიური ლომჯარიები რომ ბომბების წვიმას ოცნებობდნენ, ბიჭები იქედან ამხნევებდნენ – ოღონდ, თქვენ მანდ გაჩერდით და ჩვენ ჩამოვისეირნებთ და მერე თქვენ მოგხედავთ, მერე აფხაზეთსაც, ოსეთსაც მივხედავთ, ამ რიტორიკიდან გამომდინარე, რომ კვალი მათკენ მიდის, მე საერთოდ არ მიკვირს და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს არ გაუკვირდება. თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმცია არ დავარღვიოთ და გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა კირცხალიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

Post navigation

Previous: დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა,
Next: ხაზარაძე-ჯაფარიძე მწარედ დამარცხდნენ საქართველოსთან საერთაშორისო დავაში, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.