Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა,

მარშალ პრესი 03/08/2024
zurab kadagidze

დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა ტყუილებზე აგებული ფილმი შოვის ტრაგედიაზე და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა, ამ ანტისახელმწიფოებრივ ფილმს კი, ევროკავშირის აქაურმა წარმომადგენლობამ ჯილდოც კი გადასცა. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ფილმი ტყუილებს ეფუძნებოდა.

“დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა.

მაგალითად, უცხოური გავლენის აგენტმა, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა სამარცხვინო ტყუილებზე აგებული ფილმი შოვის ტრაგედიაზე და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა. შემდეგ ამ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ ნაბოდვარს ევროკავშირის აქაურმა წარმომადგენლობამ ჯილდოც კი გადასცა.

ამ მარაზმის შემდეგ, რამდენიმე კვირაში კი შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნა დაიდო, სადაც შავით თეთრზე ეწერა რომ არანაირ დაგუბებას ადგილი არ ჰქონია და რომ იმდენად სწრაფად განვითარდა ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რომ მისი თავიდან არიდება წარმოუდგენელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა დასკვნა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობას არ განუმარტავს, რატომ დააფინანსა და შემდეგ რატომ დააჯილდოვა ტყუილებზე დაფუძნებული სამარცხვინო “ჟურნალისტური გამოძიება”.” – წერს ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო – ჯო ბაიდენი
Next: საერთოდ არ გამიკვირდება, ჩართული რომ იყვნენ უკრაინაში მოღვაწე როგორც ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე ყოფილი ძალოვნები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025