Skip to content
07/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს შეხვდა

მარშალ პრესი 30/05/2022
110
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა  და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მახლობლად მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის პროცესში მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის მიწის გადაცემის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის საარქიეპისკოპოსოში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურის პატივსაცემად,
იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის სახელით ვახშამი გაიმართა, რომელსაც მისი აღმატებულება პრინცი ღაზიც ესწრებოდა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
Next: გურჯაანში, გასტრონომიული აკადემიის მშენებლობით, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.