Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს შეხვდა

მარშალ პრესი 30/05/2022
550

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს შეხვდა.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა სამაგალითოა და 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ამის ნათელი დადასტურებაა. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა და იაირ ლაპიდმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე.
ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით ისრაელის სახელმწიფოს ურყევი პოზიცია.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.

Continue Reading

Previous: ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას – ირაკლი კობახიძე “მთავარი”-ს ჟურნალისტს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025